ყოველი შეხვედრა მნიშვნელოვანი მომენტია. Audi A1 Sportback.
ცხოვრების თანამედროვე სტილი ერთ კომპაქტურ ფორმაშია გამოხატული. ინდივიდუალური სტილით და შთამბეჭდავი აღჭურვით. დამაჯერებელი შესაძლებლობებით და ამავდროულად ყოველთვის მომხიბლავი. უფრო ეფექტური ტექნოლოგიებით და თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებით.
A1 Sportback მულტიმედია გალერეა
-
დეტალებით დიდი დიდი სენსაცია.სპორტული Audi A1-ს ძრავები.
ახალი თაობის TDI- და TFSI-ძრავები აერთანებს სპორტულობასა და ეფექტურობას ამას უზრუნველყოფენ სერიული დაქოქვისა და გაჩერების სისტემები და რეკუპერაცია. მოკლე გადართვის დროს 7-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის გადაცემა S tronic® უზრუნველყოფს მძლავრ პერფორმანსს სუვერენული კონტროლით.
დიდი გამოსვლა. სპორტული Audi A1-ს დიზაინი.
ჰორიზონტალური ხაზები აძლევს მეტ მოცულობას, ქუჩაში იგი უფრო მასიური ჩანს. გარე სარკეები გამოხატავენ ახალ აეროდინამიკურ ხაზს. წინა ნაწილი ერთი ჩარჩოთი სცენაზე უფრო გრანდიოზულად გამოდის.
ზედმიწევნით მოწყობილი. აღჭურვის მრავალფეროვნება.
თქვენ უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვთ, რომ თქვენი ოჯახი და მეგობრები უსაფრთხოდ და მშვიდად მიიყვანოთ დანიშნულების ადგილამდე. დიდი ფართით, სადაც თავისუფლად განლაგდებით, ასევე აღჭურვის უამრავი საშუალებით მიეცით მას სპორტული იერი ან მიანიჭეთ დიზაინს მეტი სიმკაცრე, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. აღჭურვილობის შესაძლებლობები თქვენს აუდიში მგზავრობას განსაკუთრებულ სიამოვნებად გიქცევთ.
-
ვრცელი ინფორმაცია. სპორტული A1-ს ინტელექტუალური ტექნოლოგიები.
იარეთ უფრო სწრაფად და ეფექტურად. უფრო მეტი შესაძლებლობებითა და ინტელექტუალური ტექნოლოგიებით. 6,5 დუიმიანი ფერადი დისპლეი 3D რუკების გამოსახულებით ნავიგაციაში MMI®. ასევე აკუსტიკის მხრივ თქვენი ხარჯები გამართლებულია: BOSE Surro და ხმის სისტემა 14 დინამიკით, რომელიც შთამბეჭდავი ხმის გარანტიას გაძლევთ ნებისმიერ ადგილას.
დიდი განცდა. აღჭურვილობა, დიზაინი და სპორტი.
თქვენი გამოსვლა უფრო განსხვავებული რომ გახდეს, თქვენს განკარგულებაშია ორი ახალი აღჭურვილობაა: A1 დიზაინი და A1 სპორტი. A1 დიზაინის აღჭურვილობები განსაზღვრავს ავტომობილის ექპრესიულობას და ხაზს უსვამს Audi-ს განუმეორებელ ესთეტიკას. A1 სპორტის აღჭურვილობები გზაში ყოველთვის დინამიურია. ამისთვის A1 აღჭურვილია ახალი ექსკლუზიური 16 დუიმიანი ალუმინის ჩამოსხმული ბორბლები
ქრომირებული მაყუჩი ასევე ხაზს უსვამს მის სიმძლავრეს.