"Audi Digital Summer Tour", რომელიც 25 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაიმართება, ფეხბურთის მოყვარულებს მსოფლიოს მაშტაბით შესაძლებლობას მისცემს რეალურ დროში გახდნენ მზადების ეტაპის მონაწილეები. “Audi Digital Summer Tour“ არის ახალი გლობალური კამპანია, რომლის სლოგანია ”მსოფლიოს ყველაზე დიდი სპორტული ოჯახი”.
ციფრული პლატფორმის საშუალებით, შესაძლებელი იქნება კლუბის ვარსკვლავებსა და გულშემატკივარს შორის ინტერაქცია, მათ შორის ციფრული ავტოგრაფების სესიები, გულშემატკივართა ვირტუალური გამოწვევები და საერთაშორისო დონის სპორტსმენებთან ურთიერთობა. ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იქნება Audi Football Summit-ის ფარგლებში ჩატარებული ტურის ნაწილი: FC Bayern Munich-ის სატესტო მატჩი Allianz Arena-ზე. მატჩის მოწინააღმდეგე გუნდი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ჰილდეგარდ ვორტმანი AUDI AG-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებით: „ რთული პერიოდი განსაკუთრებულ მიდგომებს მოითხოვს. აქამდე არც ერთ საფეხბურთო კლუბს არ ჰქონია ასეთი ინოვაციური და უნიკალური ფორმატი. ჩვენ ვამაყობთ რომ ვართ პარტნიორები და შესაძლებლობა გვაქვს შევქმნათ უნიკალური გამოცდილება გულშემატკივრებისათვის მთელი მსოფლიოს მაშტაბით“.