გარანტია

აუდის ავტო სალონში შეძენილ ყველა მოდელზე, ცენტრი სტანდარტულად გთავაზობთ ორ წლიან საგარანტიო მომსახურებას გარბენის შეზღუდვის გარეშე.

სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია გახანგრძლივებული გარანტიის მიღება: 5 წელი, ან 150 000 კმ გარბენი. ფასი 5 წლიან გარანტიაზე განსხვავებულია და დამოკიდებულია არჩეულ მოდელზე.

საგარანტიო დროის ათვლა იწყება კლიენტის მიერ ავტომანქანის შეძენის დღიდან. აუდის ცენტრში შეძენილი ავტომობილის გარანტია მოქმედია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში, სადაც წარმოდგენილია აუდის ოფიციალური დილერი.

საგარანტიო შეზღუდვა ვრცელდება ავტონაწილთა იმ კატეგორიაზე, რომელიც განიცდის ბუნებრივ ცვეთას.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ აუდის ოფიციალურ სერვის ცენტრში.

სამუშაო საათებია:

ორშაბათი-პარასკევი 10:00–18:00, შაბათი 10:00–15:00. მისამართი: თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (995 32) 250 60 60

გარანტია

GW_Plus_A6_320x160.jpg

აუდის მოდელების შეძენა უკვე 5 წლიანი გარანტიით არის შესაძლებელი.