შექმენი მომავალი. The Audi e-tron
Audi e-tron გაძლევთ საშუალებას შეაბიჯოთ ელექტრომობილობის ამაღელვებელ სამყაროში და შეცვალოთ თქვენი მომავალი. ეს არის პირველი სრულიად ელექტრო ყველგანმავალი SUV, რომელიც თქვენი სპორტული ყოველდღიურობის უსაფრთხო თანამგზავრი გახდება ახალ ეპოქაში.
Audi e-tron მულტიმედია გალერეა
-
ავტომობილის დატენვა სახლის პირობებში.
იმისდა მიუხედავად თუ სად დატენით თქვენს ელექტრომობილს, სახლში თუ ქალაქში არსებულ დატენვის რომელიმე პუნქტში, e-tron-ის დამუხტვის კომპაქტური სისტემა მაქსიმალური მოქნილობის საშუალებას იძლევა. იგი შედგება მართვის განყოფილებისაგან, რომელიც მოიცავს ორი ტიპის კაბელს: ერთი სტანდარტული სახლში არსებულ დენის წყაროსთან დასაკავშირებლად და მეორე, დატენვის პუნქტში დემტენ მოწყობილობასთან დასაკავშირებლად. E-tron დატენვის სისტემის სიმძლავრე 11 კვტ-მდეა. იმ შემთხვევაში თუ სახლში ჩართულია რამოდენიმე ელექტრო მოწყობილობა, მომხმარებელს დატენვის სიხშირის რეგულირება თავად შეუძლია 100 პროცენტიდან 50 პროცენტამდე. დატენვის პროცესისთვის თვალის დევნება და იმის გაგება, თუ რამდენად დაიტენა ბატარეა შესაძლებელია დამტენ მოწყობილობაზე მოციმციმე LED-სინათლის მაჩვენებლების მიხედვით.
-
ელ. სადგურებით სარგებლობა.
დღესდღეობით ელექტრო დამტენი მოწყობილობების ინფრასტრუქრურა სტაბილურად უმჯობესდება. თბილისის მერია დაბინძურების დონის შესამცირებლად ელექტრომობილებით სარგებლობის წახალისებას ცდილობს. ამიტომ, ელექტრომობილების მფლობელებს მანქანის დასატენად მარტივ, ხელმისაწვდომ და კომფორტული გარემოს სთავაზობს. დღეს თბილისის მასშტაბით უკვე 153 ელექტრო დამტენია დამონტაჟებული და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება. chargers.tbilisi.gov.ge-ის პლათფორმაზე მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს დამტენი მოწყობილობის დამონტაჟება მისთვის სასურველ ადგილას.
-