აუდი საქართველოში

ავტომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, გერმანული ბრენდი აუდი, 2005 წლიდან საქართველოში ყველაზე დიდი საავტომობილო ჰოლდინგის "იბერია ბიზნეს ჯგუფი"-ს წევრია. ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში შპს "იბერია ავტო ცენტრი"-ა.
 
2014-15 წლებში სამ მილიონამდე ლარის ინვესტიციის შედეგად, გაიხსნა გერმანელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული აუდის ახალი შოურუმი- აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ახალი სტანდარტების მქონე ცენტრი. გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველად ეწვია აუდის რეგიონალური ოფისის დირექტორი.
 
ცენტრში წარმოდგენილ ყველა მოდელზე ვრცელდება 2 წლიანი გარანტია შეუზღუდავი გარბენით. სურვილის შემთხვევაში კი შესაძლებელია დამატებით 5 წლიანი საგარანტიო პერიოდის შეძენა.
 
შოურუმში წარმოდგენილი ბრენდის უახლესი ავტომობილების გარდა, მომხმარებელს საშუალება აქვს შეუკვეთოს სასურველი კომპლექტაციის და აღჭურვის მქონე მოდელი, შეიძინოს ბრენდის აქსესუარები და ისარგებლოს მაღალ კვალიფიციური სერვის მომსახურეობით.
 
 

გარანტია

GW_Plus_A6_320x160.jpg

აუდის მოდელების შეძენა უკვე 5 წლიანი გარანტიით არის შესაძლებელი.