Audi Q2 ოქროს საჭის მფლობელი გახდა კომპაქტური SUV–ების კლასში

ჟურნალმა ”AUTO BILD საქართველომ” წლის საუკეთესო ავტომობილები და საპატიო ”ოქროს საჭის” მფლობელი წლის ადამიანი გამოავლინა.

საუკეთესო ავტომობილები ჟურნალის ვებ-გვერდზე ჩატარებული მასშტაბური გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოკითხვაში გერმანული AUTO BILD-ის მიერ შერჩეული 2016 წლის უახლესი მოდელები მონაწილეობდნენ - მხოლოდ ის ავტომობილები, რომელთა ახალი სერიული ვერსია 2016 წელს გამოვიდა. გამოკითხვაში 50 000-მდე ავტომოყვარულმა მიიღო მონაწილეობა - თითოეულ მათგანს მხოლოდ ერთხელ შეეძლო ხმის მიცემა. 

წარმოდგენილი იყო 6 ნომინაცია, რომელთაგან კომპაქტური SUV-ების კლასში აუდი Q2-მა გაიმარჯვა და მოიპოვა 2017 წლის „ოქროს საჭე’’. Audi უკვე 3 „ოქროს საჭის“ მფლობელია.

გარანტია

GW_Plus_A6_320x160.jpg

აუდის მოდელების შეძენა უკვე 5 წლიანი გარანტიით არის შესაძლებელი.