2019 წლის ფრანკფურტის საერთაშორისო საავტომობილო გამოფენაზე, Audi-მ მომავლის ოთხი ახალი, ელექტრო Off Roader-ი წარმოადგინა: Audi Aicon, AI: ME, AI: RACE და AI: TRAIL.
განსაკუთრებული ყურადღება Audi AI: TRAIL quattro-მ დაიმსახურა, რომელიც ავტონომიური მართვისა და მაღალი გამავლობის შესაძლებლობებს, ერთ ავტომობილში აერთიანებს. სალონს ვერტმფრენის მსგავსად, გარშემო მინის კორპუსი აკრავს, რაც შეუდარებელ და ყოვლისმომცველ ხილვას უზრუნველყოფს.
სახელწოდებაში "TRAIL" მიანიშნებს ბუნების შესწავლის იდეას; სწორედ ამიტომ ავტომობილის ფართე ინტერიერი არ არის გადატვირთული დიდი მონიტორებით და მხოლოდ რამოდენიმე საკონტროლო ელემენტს მოიცავს.
ამასთანავე, ავტომობილს ტრადიციული განათების ფარების ნაცვლად, გზას ხუთი სამკუთხა დრონი გაუნათებს, რომლებიც LED matrix ელემენტებითაა აღჭურვილი. დრონებს შეუძლიათ პირდაპირ ავტომობილის სახურავზე დაეშვან, საიდანაც შეძლებენ როგორც მიმდებარე ტერიტორიის განათებას, ასევე ელემენტის დამუხტვას.