Audi-ს ცენტრი დისტანციურ მუშაობაზე გადადის

შპს "იბერია ავტო ცენტრი"- აუდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ითვალისწინებს საქართველოს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს და დროებით აჩერებს სამუშაო პროცესს.

თუმცა, ჩვენი გუნდი არ წყვეტს მუშაობას და გადავდივართ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.

საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:

▶️ავტომობილების გაყიდვები: 577 95 95 00 ლიკა გელოვანი

▶️სერვისი: 577 22 88 90 ზურაბ კორძაძე; 577 44 22 35 გიორგი წიწიკაშვილი

▶️ავტონაწილები: 577 44 01 58 ბესო ფაცაცია

იმედს ვიტოვებთ, რომ არსებული მდგომარეობა მალე დასრულდება და კვლავ შევძლებთ ჩვეულ სამუშაო გარემოში შეხვედრას.

მანამდე კი გთხოვთ, გაითვალისწინოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, დარჩეთ სახლში და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს #დარჩისახლში

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 

 

 

 

გარანტია

GW_Plus_A6_320x160.jpg

აუდის მოდელების შეძენა უკვე 5 წლიანი გარანტიით არის შესაძლებელი.