AUDI AG: 2020 წლის მესამე კვარტლის შეფასება

 

2020 წლის მესამე კვარტალი AUDI AG-ს ფინანსური და იურიდიული საკითხების მენეჯმენტის საბჭოს წევრმა, არნო ანტლიცმა შეაფასა: „2020 თითოეული ჩვენგანისთვის უჩვეულო წელი იყო. COVID19-მა მთელს მსოფლიოზე დიდი გავლენა იქონია. თუმცა, საყოველთაო პანდემიის ფონზეც კი შესაძლებელია პოზიტიური სიგნალების დანახვა.

რამდენიმე თვიანი რთული პერიოდის შემდეგ, მესამე კვარტალში AUDI GROUP-ის ფინანსური და ოპერაციული მაჩვენებლები გაუმჯობესდა.

  • მესამე კვარტალში მიწოდება გაზრდილია 6%-ით.
  • სექტემბრიდან ავტომობილების წარმოება ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.
  • ჩინეთის ბაზარზე, მოთხოვნა აუდის ავტომობილებზე 18%-ით არის გაზრდილი.
  • ევროპაში ავტომობილების მიწოდება გაუთანაბრდა წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.
  • რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ გაუმჯობესება შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობს.

ურთულესს პერიოდში გაუმჯობესებული მაჩვენებლები ხარჯების მკაცრი კონტროლის, საინვესტიციო დისციპლინის და სწორი მენეჯმენტის დამსახურებაა და ბრენდის სტაბილურობასა და სოლიდურობაზე მიუთითებს.

ერთი რამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კრიზისის დროსაც კი, ჩვენ ვიღებთ გრძელვადიან გადაწყვეტილებებს თუ რა მიმართულებით არის საჭირო მეტი ინვესტიცია და ვსაზღვრავთ პრიორიტეტებს. თუმცა, არ ვამცირებთ ინვესტიციებს ელექტროფიკაციისა და გაციფრულების მიმართულებით.

რადგან ჯერ პანდემია დასრულებული არ არის და ე.წ. მეორე ტალღის გავლენის შეფასება ჯერჯერობით რთულია, იმედს ვიტოვებთ რომ არსებული პოზიტიური სიგნალები წლის ბოლომდე შენარჩუნებული იქნება.

კრიზისმა გვიჩვენა ჩვენი ორგანიზაციის და გუნდის სიძლიერე. აუდი ძლიერი გუნდია.

ამჟამად, ჩვენ დიდ დროს ვუთმობთ პროდუქციის პორტფოლიოს და ძირითადი სტატეგიული საკითხების შესწავლას.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აუდის ამ რთულ და ტრანსფორმაციულ პერიოდშიც კი, გაძლიერების და გაუმჯობესების უნარი აქვს და შეუძლია მდგრადი მობილობის ფორმირება მომავალი თაობებისთვის“.

გარანტია

GW_Plus_A6_320x160.jpg

აუდის მოდელების შეძენა უკვე 5 წლიანი გარანტიით არის შესაძლებელი.