შანხაის საერთაშორისო საავტომობილო გამოფენაზე აუდიმ ახალი კონცეპტუალური ელექტრომობილი A6 e-tron წარადგინა. Audi A6 e-tron კონცეპტში შერწყმული ინოვაციური ტექნოლოგიები და ექსპრესიული დიზაინი ბრენდის მომავლის ხედვას წარმოადგენს.
ახალი ავტომობილი Premium Platform Electric (PPE) პლატფორმაზეა დაფუძნებული, რომელიც სპეციალურად აუდისათვის შეიქმნა და მასზე შესაძლებელია სხვადასხვა სიგრძის, სიმაღლისა და სიმძლავრის ელექტრომობილების წარმოება.
მიუხედავად იმისა, რომ A6 e-tron ზომებით ამჟამინდელ Audi A6-ის მოდელ წააგავს, ის დიზაინის სრულიად ახალ კონცეფციას ქმინს. 4.96 მეტრი სიგრძის, 1.96 მეტრი სიგანისა და 1.44 მეტრი სიმაღლის კორპუსი შექმნილია როგორც Sportback-ი და აუდის თანამედროვე დიზაინის უწყვეტ განვითარებას უსვამს ხაზს.