აუდის ახალი ელექტრომობილი, რომელსაც აუდის მომხმარებლები დიდი ხანი ელოდნენ, სულ მალე საქართველოში იქნება.
Audi e-tron პირველი სრულიად ელექტრო ქროსოვერია, რომლის პრემიერაც სანფრანცისკოში 2018 წელს შედგა, მასიური წარმოება კი 2019 წლიდან დაიწყო.
E-tron, რომელიც საქართველოს ბაზრისათვის აქამდე შეზღუდული იყო, მალე ჩვენს შოურუმში იქნება წარმოდგენილი. ეს პირველი ელექტრომობილია, რომელსაც აუდი საქართველო შემოიყვანს.
მომხმარებლებისათვის Audi e-tron და Audi e-tron Sportback იქნება ხელმისაწვდომი, რომლებიც ერთმანეთისაგან ვიზუალურად და ოფციონალურად განსხვავდება.
ახალი მოდელების წარდგენა სექტემბერში იგეგმება, ხოლო ისინი ვინც წინასწარი შეკვეთით ისარგებლებენ, აუდის ცენტრისგან სპეციალურ ფასდაკლებებსა და შეთავაზებებს მიიღებენ.