Audi ბერლინის კლიმატის კონფერენციაზე

ბერლინში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც კლიმატის საკითხებს ეხებოდა, აუდიმ დააანონსა, რომ ახლად შექმნილი ელექტრო ძრავის წარმოება სულ რაღაც 4 წელიწადში დაიწყება. 2026 წლის დასაწყისში ბრენდი მსოფლიო ბაზარზე მხოლოდ ახალი, ელექტროენერგიაზე მომუშავე მოდელების წარდგენას გეგმავს. აუდის მიზანია, 2033 წლამდე მაქსიმალურად შეამციროს შიდა წვის ძრავების წარმოება და 2050 წლისათვის ავტომობილებში გამონაბოლქვის დონე 0-მდე დაიყვანოს.

ბრენდის ეკო-მეგობრული ავტომობილები ისეთი მოდელებითა წარმოდგენილი, როგორებიცაა: ახალი e-tron GT2, RS e-tron GT3, Q4 e-tron, და Q4 Sportback e-tron. 2025 წლისთვის აუდი მიზნად ისახავს 20-ზე მეტი ელექტროენერგიაზე მომუშავე მოდელი გამოუშვას. ამ ეტაპზე კი შიდა წვის ძრავიან მოდელებთან შდარებით, უფრო მეტ ელექტრო ძრავზე მომუშავე მოდელს აწარმოებს.

„მე არ მჯერა შეზღუდვებით მიღწეული წარმატების, მე მჯერა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების წარმატების“- განაცხადა აუდის გენერალურმა დირექტორმა Markus Duesmann-მა.

ბრენდი აქტიურად ზრუნავს გარემოს დაცვის, ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიებასა და ელექტრომობილების განვითარებისათვის. ამ მიმართულებით კი უკვე არაერთ პროექტს ხელმძღვანელობს.

 

 

გარანტია

GW_Plus_A6_320x160.jpg

აუდის მოდელების შეძენა უკვე 5 წლიანი გარანტიით არის შესაძლებელი.