Audi დიზაინის სამყაროში

დიზაინის სტუდიები პეკინში, მალიბუსა და ინგოლშტატდში 450-ზე მეტი ექსპერტით მთელს მსოფლიოს გამოწვევის წინაშე აყენებენ.

ჩინეთსა და აშშ-ში განთავსებულ სტუდიებს, აუდი როგორც სეისმოგრაფებს ისე იყენებს: გუნდი თვალყურს ადევნებს ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მიმდინარე ადგილობრივ ტენდენციებს, შემდეგ კი მათი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ადაპტირებას უზრუნველჰყოფს.

ჩინეთი აუდისთვის ყველაზე დიდი ბაზარია მსოფლიოში და ამიტომაც 2011 წლიდან აუდის საკუთარი დიზაინის სტუდია აქვს პეკინში. „ჩინელი ხალხისთვის ავტომობილი არამარტო გადაადგილების საშუალება, არამედ საცხოვრებელი და სამუშაო ადგილია. უფრო მეტიც, იგი წარმოადგენს ინდივიდუალიზმისა და კეთილდღეობის საზომს. ამიტომაც ავტომობილის ვიზუალი უფრო თვალსაჩინო, ფერდი და ამბიციური უნდა იყოს, ვიდრე ეს ევროპაშია.“- გვიყვება აუდის დიზაინერი Yunzhou Wu.

აუდის დიზაინერები პეკინიდან და ინგოლშტატიდან რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს და ახალ მოდელებს ვირტუალური რეალობის (VR) სათვალეებით აკვირდებიან.

მალიბუ ცხოვრების განსხვავებული სტილისა და ციფრული ტექნოლოგიების ეპიცენტრია. დიზაინერ Gael Buzyn-ის თქმით კი ამერიკული ცხოვრება ავტომობილების გარეშე წარმოუდგენელია, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო მეტი ლიცენზირებული ტრანსპორტია, ვიდრე გაცემული მართვის მოწმობა. „აუდის დიზაინის სამყაროში ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, კარგი ავტომობილი კი დიალოგის საფუძველზე იქმნება.“- ამბობს Gael Buzyn.

  

 

გარანტია

GW_Plus_A6_320x160.jpg

აუდის მოდელების შეძენა უკვე 5 წლიანი გარანტიით არის შესაძლებელი.