Audi A6 Avant e-tron

Avant-ის ისტორია 45 წელს ითვლის. პირველი იყო Audi 100 Avant, რომლის დებიუტიც 1977 წელს შედგა, დღეს კი უკვე წარმოგიდგენთ Avant-ის ოჯახის უახლეს წევრს, Audi A6 Avant e-tron კონცეპტს.

კომპანიამ Audi A6 Sportback ელექტროძრავის სისტემით პირველად ერთი წლის წინ შანხაის ავტო შოუზე 2021 წლის აპრილში წარმოადგინა. 

A6 Avant-ის ელექტრული წამყვანი სისტემა, მომავალის ტექნოლოგიაზე - PPE პლატფორმაზეა დაფუძნებული, რომელიც  Audi-მ განავითარა. 

ექსტერიერის ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები, როგორიცაა დახურული Singleframe ცხაურა და უკანა განათების უწყვეტი ზოლი, ხაზს უსვამს Avant-ის ნათესაობას e-tron-ის სხვა მოდელებთან.

 

გარანტია

GW_Plus_A6_320x160.jpg

აუდის მოდელების შეძენა უკვე 5 წლიანი გარანტიით არის შესაძლებელი.