ყველაზე მომხიბვლელი გზა არის ის, რომელსაც თვითონ ირჩევ. Audi A6 Allroad Quattro.
რატომ უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ის გზა, რომელაც სხვები ტკეპნიან? Audi A6 allroad Quattro არის ის ავტომობილი, რომელელიც თქვენთვის ახალ გზებს პოულობს და გამოწვევებს უმკლავდება. ელექტრონულად მართვადი სისტემა სავალ ნაწილს ავტომატურად არგებს ყველა სიტუაციას.
A6 allroad Quattro მულტიმედია გალერეა
-
აღმაფრთოვანებელი და დიდებული
A6 allroad Quattro-ს მაჩვენებლები
-
Audi A6 allroad Quattro-ს ინტერიერი. გზა ყოველთვის თვალთახედვის არეში.
სერიული დახრის კუთხის მაჩვენებელი გიჩვენებთ ავტომობილის გრაფიკულ გამოსახულებას აღმართსა და ფერდობზე. ამ გზით თქვენ აკონტროლებთ უსწორმასწორო რელიეფს. მთიდან ჩამოსვლის ასისტენტი მუდმივ სიჩქარეს უზრუნველყოფს თავდაღმართში. გვერდული მდგრადობას უზრუნველყოფს ელექტრონული სტაბილიზაციის კონტროლი ESC.
ძრავები შესანიშნავი დინამიკა და განსაკუთრებული ეფექტურობა
დამაჯერებელი ხარისხი: A6 allroad quattro-ის ძრავები გამოირჩევა განსაკუთრებული ეფექტურობით. სულ ერთია - დიზელის თუ ბენზინის ძრავა - აირჩიეთ ძრავა, რომელიც თქვენ კარგად მოგერგებათ.
-
Audi A6 allroad Quattro-ს ექსტერიერი. ექსკლუზიური აქცენტები.
გადაჭიმული კონტურები, გაფართოებული ბორბლის ნიშა და ალუმინის მსგავსი ჩარჩო Audi A6 allroad Quattro-ს გამორჩეულს ხდის, ისევე როგორც ექსკლუზიური დამცავი ძელი, რომელიც ბამპერის მთელ სიგანეზეა გადჭიმული. ასევე განუმეორებელია ლაკირება - ლაკირების ვარიანტი იავა ყავისფერი A6 allroad Quattro-სთვის ექსკლუზიურადაა ხელმისაწვდომი.
Matrix-LED ფარები. გაბრწყინების ინოვაციური სიმძლავრე
სიბნელე ფარდობითია. ოფციონალური Audi Matrix LED-ფარების მეშვეობით ღამე დღედ იქცევა. ახალი ფარების ტექნოლოგიას გააჩნია დღის სინათლის მსგავსი შუქის ფერი. მოსახვევებს წინასწარ ეფინება შუქი. თქვენი Audi A6 allroad quattro-ის სინათლის განაწილება სიტუაციის მიხედვით ერგება ადგილს. ამას ახორციელებს მრავალი სენსორი, კამერა და რეგულირებადი, ინოვაციურად განაწილებული LED-ები.
ეხლა კონფიგურირებადი. ეს Audi A6 allroad quattro-ში ახალია
Audi A6 allroad quattro-ს ჩარჩოს, ფარების, გრილისა და ბამპერების დიზაინი დაიხვეწა: ძრავების ახალი მრავალრიცხოვანი არჩევანი A6 allroad quattro-ს უფრო ეფექტურსა და ძლიერს ხდის. ასევე ახალი: MMI ნავიგაცია პლუსი MMI სენსორით იყენებს ტექნოლოგიას Nvidia-ს Tegra 30-გრაფიკული ჩიპით, Audi connect-ს გადააქვს მონაცემები სწრაფი LTE-სტანდარტის მეშვეობით.